საიტის ზოგადი პირობები
ყურადღებით გაეცანით ჩვენი საიტის წესებსა და პირობებს. საიტზე შემოსვლით და პროდუქტის შეკვეთით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ვებ-მაღაზიის წესებსა და პირობებზე. პროდუქციის შეკვეთა შეგიძლიათ ვებ-გვერდის, ფეისბუკ-მაღაზიის და ტელეფონის ნომრის მეშვეობით.
ვებ-გვერდზე შეკვეთა ხდება შემდეგი მოქმედებებით:
• დაამატეთ სასურველი პროდუქტ(ები)ი კალათაში;
• სასურველი პროდუქტების დამატების შემდგომ დააჭირეთ გადახდის ღილაკს;
• შეავსეთ საინფორმაციო ველები, აირჩიეთ გადახდის ტიპი და განათავსეთ თქვენი შეკვეთა.
დაბრუნების პოლიტიკა
ნივთის უკან დაბრუნების პირობები 2022 წლის 1 ივნისიდან:
საქართველოს კანონიდან გამომდინარე, მომხმარებელს უფლება აქვს დისტანციურად (ონლაინ) ნივთის შეძენის შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულებაზე და უკან დაუბრუნოს საქონელი მოვაჭრეს, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.
ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე:
599 39 68 61
საგარანტიო პოლიტიკა
საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონით ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებულ და შ.პ.ს. “ტექნოგორას” მიერ გაცემულ პირობებს. გაყიდვის შემდგომი დაზიანებული მოწყობილობის უსასყიდლო შეკეთებას ან შეცვლას – სრული გარანტიის პერიოდში (მითითებულია საგარანტიო ბარათზე), რაც მოიცავს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
• თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
• მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
ა) საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
ბ) მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
გ) მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
• მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
• იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;
ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;
გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა .
- საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ:
• გასულია საგარანტიო ვადა;
• საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი;
• საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია ან გადაკეთებულია;
• საგარანტიო ტალონში და მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერ/ნომერი, იმეი კოდი;
• მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
• მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით;
• დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
• დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი;
• დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილ(ებ)ის მიერ;
• დაზიანება გამოწვეულია ელ-ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება მეტია ან ნაკლებია 220-230 ვოლტზე), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის და შენახვის წესების / პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირის მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების გააქტიურებული, დარუთული ოპერაციული სისტემების შედეგად.
• გარანტია არ ვრცელდება პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ნივთის ელემენტზე, სახარჯ და ცვეთად მასალებზე, ხუთ პიქსელამდე დაზიანებაზე, მეხსიერების ბარათზე, სადენზე, გადამყვანზე, სამუხტ მოწყობილობასა და სხვა აქსესუარებზე.
2. ნივთის შეცვლა/დაბრუნება და ნივთის ღირებულების ანაზღაურება:
• თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი. შეძენილი ნივთის ვიზუალური მდგომარეობა მომხმარებლის მიერ უნდა იყოს შემოწმებული მისი მიღებისთანავე ულტრას-ს ფილიალში ულტრას წარმომადგენლის თანდასწრებით.
• თუ შეძენილ ნივთს გაყიდვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი, მყიდველმა დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარადგინოს შესაბამის სერვისს ცენტრში იმ შემთხევაში, სერვის ცენტრი შეცვლის აქტით დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
• თუ საგარანტიო ნივთი ვერ შეკეთდა რეკომენდირებულ სერვის ცენტრში მიტანიდან გონივრულ ვადაში, ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებელი პირობების დაცვით.
• მხოლოდ ონლაინ შეძენის დროს, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე – 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ესეთ დროს ნივთის უკან მობრუნების სრული ხარჯი (ტრანსპორტირება , დემონტაჟი და ა. შ ) ეკისრება მომხმარებელს.
• ნივთის შეცვლა ხდება იგივე ან მეტი (განსხვავების დაფარვით) ღირებულების შეცვლის მომენტში გაყიდვაში არსებული ნივთით. შეცვლისას ნივთის ღირებულება განისაზღვრება მისი შეძენისას გადახდილი ფასიდან, გაცვლისას მისი ფასიდან (იმ შემთხვევაში როცა გაყიდვაში არ არის იგივე ნივთი) უმცირესით.
• ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ შეძენის დროს არსებული არსებული, სრული კომპლექტაციით (აქსესუარები, ყურსასმენი, დამტენი, კაბელები….), და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ასევე მომხარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები, ვაუჩერები ან/და სხვა ნივთები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს ორიგინალ/დასაბრუნებელ მოწყობილობასთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთების/ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას.
ნივთის დაბრუნების პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომლის სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.
დაბრუნებას არ ექვემდებარება:
• თუ მომხმარებლის ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო/იმეი კოდი.
• თუ დაზიანებულია ქარხნული შეფუთვის დეტალები (ყუთი, დამატებითი შესაფუთი მასალა);
• თუ ნივთს აკლია კომპლექტაციის დეტალები;
• გააქტიურებული, დარუთული ოპერაციული სისტემები.
• დამატებითი მომსახურება, რომელიც განხორციელდა მიწოდების შემდეგ (მონტაჟი, წმენდა, პროგრამების ინსტალაცია…).
• ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები
• მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
• ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, მყიდველმა უნდა შეავსოს – ნივთის დაბრუნების
• ნივთები, რომელის დაბრუნებაც სურს მყიდველს, არის მყიდველის პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ. გამყიდველის საწყობამდე ნივთის მიწოდების ყველანაირი ხარჯი მყიდველის პასუხისმგებლობაა.
ნივთის ღირებულების დაბრუნება:
- ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების პუნქტის მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.
- დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ გადახდილი თანხა.
- თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
- მომსახურების ხარჯების (მონტაჟი, წმენდა, პროგრამების ინსტალაცია), გაშვებული/გააქტიურებული პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულება
დაბრუნებას არ ექვემდებარება.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვებ-მაღაზიაზე ნივთის შესაკვეთად საჭიროა შემდეგი ინფორმაციის ატვირთვა: თქვენი სახელი და გვარი, ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი. ჩვენი ონლაინ-მაღაზიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და კლიენტების კონფიდენციალურობის სრული დაცვა, შესაბამისად, მოცემული ინფორმაცია ჩვენი ბაზიდან იშლება შეკვეთიდან მაქსიმუმ 14 დღის განმავლობაში და მასზე წვდომა მესამე პირებს არ ექნებათ.
მიწოდების პირობები
შეკვეთის მიწოდება თბილისის მასშტაბით ხორციელდება იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს, ხოლო რეგიონში საქართველოს ფოსტის მეშვეობით, საშუალოდ 2-3 დღის განმავლობაში.
თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება განისაზღვრება 200 ლარის ქვემოთ 5 ლარით, ხოლო 200 ლარის ზემოთ მიწოდება არის უფასო.